ბოლო განახლება: 2026 წლის 27 ოქტომბერი
ეს წესი ეხება EVmap-ის დამტენებზე დატენვას და EVmap-ის ბალანსს. სხვა ოპერატორის დამტენზე გადახდილ თანხაზე ამ ოპერატორს მიმართეთ.
EVmap ფიზიკურ ნივთს არ ყიდის და არაფერს აგზავნის. ჩვენი მომსახურება ელექტროენერგიაა, რომელსაც დამტენი თქვენს მანქანას დატენვის დაწყებისთანავე აწვდის. მიწოდებულ ენერგიას დამტენის მრიცხველი ზომავს. ქვითარი აპლიკაციაში ჩნდება, როგორც კი კაბელს გამოაერთებთ. ბალანსის შევსება ბალანსზე აისახება, როგორც კი ბანკი გადახდას დაადასტურებს.
დატენვის დასრულებისთანავე ბანკს ვატყობინებთ, რომ ჩამოჭრას მხოლოდ დახარჯული თანხა და დანარჩენი გაათავისუფლოს. ანგარიშზე ეს როდის აისახება, ბარათის გამცემ ბანკზეა დამოკიდებული: ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში, ზოგ ბანკში რამდენიმე სამუშაო დღეში. თუ 7 სამუშაო დღის შემდეგაც თანხა ისევ დაბლოკილია, მოგვწერეთ და ბანკთან ერთად გადავამოწმებთ.
თუ დატენვა დამტენის ან კავშირის ხარვეზის გამო შეწყდა, იხდით მხოლოდ შეწყვეტამდე მიწოდებულ ენერგიას. თუ ფიქრობთ, რომ თანხა არასწორად ჩამოგეჭრათ (მაგალითად, ქვითარში მეტი ენერგიაა, ვიდრე მანქანამ მიიღო, ან დაკავების საფასური დაგერიცხათ, თუმცა კაბელი დროზე გამოაერთეთ):
თუ შეცდომა დადასტურდა, ზედმეტ თანხას იმავე გზით დაგიბრუნებთ, რომლითაც გადაიხადეთ: ბარათზე ან EVmap-ის ბალანსზე. ბარათზე დაბრუნებული თანხა, ბანკის მიხედვით, ჩვეულებრივ რამდენიმე სამუშაო დღეში ჩანს.
თუ ბალანსის შევსებისას თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ ბალანსზე ერთ საათში არ გამოჩნდა, მოგვწერეთ. ან ბალანსზე ჩაგირიცხავთ, ან ბარათზე დაგიბრუნებთ.
გამოუყენებელ ბალანსს მოთხოვნისამებრ გიბრუნებთ. მოგვწერეთ ანგარიშის ელფოსტიდან და მიუთითეთ, რამდენის დაბრუნება გსურთ. თანხას ვაბრუნებთ ბარათზე, რომლითაც ბალანსი შეავსეთ. თუ ეს შეუძლებელია, მაგალითად ბარათი დახურულია, ვრიცხავთ თქვენს სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. დაბრუნებას 14 დღეში ვასრულებთ. ანგარიშის წაშლისას ნაშთს ჯერ დაგიბრუნებთ და მხოლოდ შემდეგ ვხურავთ ანგარიშს.
ტელეფონი: +995 592 20 44 44 · მისამართი: თბილისი, სანზონა, ერწოს ქ. 4
Last updated: 27 October 2026
This policy covers charging at EVmap chargers and your EVmap balance. For money paid at another operator’s charger, contact that operator.
EVmap sells nothing physical and ships nothing. What we sell is electricity, which the charger delivers to your car as soon as the charge starts. The charger’s meter measures how much was delivered. The receipt shows up in the app as soon as you unplug. A top-up reaches your balance as soon as the bank confirms the payment.
As soon as the charge ends, we tell the bank to take only what you spent and release the rest. When that shows on your account depends on the bank that issued your card: usually within minutes, and with some banks a few working days. If the money is still held after 7 working days, email us and we’ll chase it with the bank.
If a charge stops because of a fault at the charger or a lost connection, you pay only for the energy delivered before it stopped. If you think you were charged the wrong amount (for example, the receipt shows more energy than your car took, or you were billed an occupancy fee although you unplugged in time):
If we find a mistake, we refund the difference the way you paid: to your card or to your EVmap balance. A card refund usually shows within a few working days, depending on your bank.
If your card was charged for a top-up but your balance hasn’t changed after an hour, email us. We either add it to your balance or refund it to your card.
We refund an unused balance on request. Email us from your account’s address and say how much you want back. We refund it to the card you topped up with. If that isn’t possible, for example because the card is closed, we transfer it to a bank account in your name. Refunds are completed within 14 days. If you delete your account, we refund the balance first and close the account after.
Phone: +995 592 20 44 44 · Address: 4 Ertso St, Sanzona, Tbilisi, Georgia