EVmap

ფასები

ბოლო განახლება: 2026 წლის 27 ოქტომბერი

დატენვის ფასს თითოეულ EVmap დამტენზე მისი მფლობელი ადგენს. ფასი ლარშია (₾), ძირითადად 1 კვტ·სთ-ზე, და საბოლოოა: დღგ, სადაც ის მოქმედებს, უკვე შედის. აპლიკაცია ფასს დამტენის გვერდზე დატენვის დაწყებამდე აჩვენებს.

ახლანდელი ფასები EVmap-ის დამტენებზე

დამტენიქალაქისიმძლავრე1 კვტ·სთ

ფასები იტვირთება…

რამდენი დაჯდება დატენვა

ღირებულება = მიწოდებული ენერგია × 1 კვტ·სთ-ის ფასი. მაგალითად, 0.85 ₾/კვტ·სთ ფასით:

  • 10 კვტ·სთ — ₾8.50
  • 20 კვტ·სთ — ₾17.00
  • 40 კვტ·სთ — ₾34.00

დატენვა ფასდება იმ ფასით, რომელიც დაწყების მომენტში მოქმედებდა. EVmap მძღოლს ამ ფასზე საკუთარ საკომისიოს არ ამატებს: ჩვენს საკომისიოს დამტენის მფლობელი იხდის თავისი შემოსავლიდან.

დამტენის დაკავების საფასური

ზოგ დამტენზე მფლობელს ჩართული აქვს დაკავების საფასური. დატენვის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთი უფასოა, მერე ირიცხება წუთობრივი საფასური, მაქსიმალურ თანხამდე. წუთის ფასს და მაქსიმალურ თანხას აპლიკაცია გაჩვენებთ, სანამ საფასური დაიწყება.

გადახდა

  • ბალანსის შევსება: ერთ ჯერზე ₾5-დან ₾20 000-მდე. აპლიკაციაში შეგიძლიათ აირჩიოთ ₾10, ₾20, ₾50 ან ₾100, ან ჩაწეროთ სხვა თანხა.
  • დატენვის ლიმიტი: ₾10, ₾20, ₾50, ან ლიმიტის გარეშე, სანამ თავად არ გააჩერებთ.
  • დაბლოკილი თანხა: დაწყებისას ₾5-დან ₾500-მდე იბლოკება, დამტენისა და ლიმიტის მიხედვით. დასრულებისას მხოლოდ დახარჯული თანხა ჩამოიჭრება, დანარჩენი იხსნება.
  • ვალუტა: ყველა ფასი და გადახდა ლარშია (GEL).

დაწვრილებით: წესები და პირობები · მიწოდება, გაუქმება და თანხის დაბრუნება.

შპს ივიმაპ · ს/კ 400483400 · info@evmap.ge

Prices

Last updated: 27 October 2026

The owner of each EVmap charger sets its price. Prices are in Georgian lari (₾), usually per kWh, and they are final: VAT, where it applies, is included. The app shows the price on the charger’s page before you start.

Current prices on EVmap chargers

ChargerCityPowerPer kWh

Loading prices…

What a charge costs

Cost = energy delivered × price per kWh. For example, at ₾0.85 per kWh:

  • 10 kWh — ₾8.50
  • 20 kWh — ₾17.00
  • 40 kWh — ₾34.00

A charge is priced at the rate in force when it started. EVmap adds no fee of its own for drivers: the charger’s owner pays our commission out of their revenue.

Occupancy fee

Some owners turn on an occupancy fee. After the charge ends you get a few free minutes, then a per-minute fee runs up to a maximum. The app shows the per-minute rate and the maximum before the fee starts.

Paying

  • Top-ups: from ₾5 to ₾20,000 at a time. In the app you can pick ₾10, ₾20, ₾50 or ₾100, or type another amount.
  • Charge limit: ₾10, ₾20, ₾50, or no limit, until you stop the charge yourself.
  • Hold: between ₾5 and ₾500 is held when you start, depending on the charger and your limit. When the charge ends, only what you spent is taken and the rest is released.
  • Currency: all prices and payments are in Georgian lari (GEL).

More detail: Terms and conditions · Delivery, cancellation and refunds.

EVmap LLC · ID 400483400 · info@evmap.ge